ინტელის პროექტის მე-7 დღე საინტერესო იყო.ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრის შესახებ.გავეცანით ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის" ეტაპებს, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ისინი პროექტის მსვლელობისას. პროექტის დასაწყისში საჭიროა გამოირკვეს მოსწავლეთა სხვადასხვა დონე და შესაძლებლობების უნარი, საგანგებო საჭიროების მოსწავლეთათვის თავიდანვე უნდა განისაზღვროს შესაბამისი აქტივობები , აგრეთვე გავეცანით ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ ბავშვთა ფსიქოტიპებს . პროექტის აქტივობებიც დავგეგმეთ ინტელექტის ამ სფეროთა მიხედვით.
Saturday, February 28, 2015
ტრენინგის მე-7 დღე

Sunday, February 22, 2015
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის განხილვაზე. გავეცანით მოსწავლის შეფასების რუბრიკებს და ვისწავლეთ გრუპირება,გზამკვლევიდან გადავხედეთ გეგმის წერის სტილს.
Saturday, February 21, 2015
ტრენინგის მე-5 დღე
ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებში ინფორმაციის შეტანა. გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე.ვიმუშავეთ ბლოგში -გაჯეტებზე. ვისწავლეთ სურათების , გამოკითხვის და HTML გაჯეტები.
Sunday, February 15, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნაზე..პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაკეთეთ.ვიმუშავეთ ბლოგში ბლოგების წაშლა-აღდგენაზე, დიზაინის შეცვლაზე, სურათის ჩასმაზე.
ტრენინგის ბოლოს რეფლექსიის ფაზაზე შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი.
ტრენინგის ბოლოს რეფლექსიის ფაზაზე შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი.
Saturday, February 14, 2015
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმა შევადგინეთ სტანდარტზე დაყრდნობით გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი..ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
განსაკუთრებით მომეწონა ბლუმის ტაქსონომიის ზმნების გამოყენების წესი.ამას აქტიურად გამოვიყენებ პროექტების ჩატარებისას.
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმა შევადგინეთ სტანდარტზე დაყრდნობით გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი..ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
Sunday, February 8, 2015
ტრენინგის მე-2 დღე
ტრენინგის მე-2 დღე
განვიხილეთ საშინაო დავალება, მიმოვიხილეთ პროექტები. გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავეცანით და გავიმეორეთ ,,ვორდის" ინსტრუმენტები.
ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები,რაც ძალიან საინტერესოა. მომავალში პროექტების მომზადებისას აუცილებლად გამოვიყენებ ამ გამოცდილებას და გავაკეთებ საინტერესო ბუკლეტებს. ეს გაამრავალფეროვნებს და გაალამაზებს პროექტს.
გავარჩიეთ ბლოგის ინსტრუმენტები და გადავიტანეთ ჩვენი რეფლექსია.
Saturday, February 7, 2015
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს. პროექტებით სწავლებას. ტრენერმა გაგვაცნო კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით სწავლების პროცესის გაუმჯობესების გზები. გავეცანით მოდულ პირველს, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებს. ,ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში გაკვეთილების გამრავალფეროვნებისა და გაუმჯობესებისათვის. ასეთი მეთოდით გაკვეთილების ჩატარება ბევრად უფრო საინტერესოს გახდის გაკვეთილებს.მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამუშაო პროცესში რაც მეტად საინტერესოს გახდის საგანს.
Subscribe to:
Posts (Atom)