Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მე-9 დღე




             ტრენინგი დღესაც წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ, გავაკეთეთ  პროექტების პრეზენტაცია. ვიმუშქავეთ ბლოგში გვერდების შექმნაზე,რამაც დაგვანახვა თუ როგორ დავამატოთ ახალი გვერები ბლოგზე, ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა.შემდეგ შევაჯამეთ ტრენინგი
             ეს ტრენინგი იყო საინტერესო და მაქსიმალურად დატვირთული, რაც მთავსრია გვყავდა ენერგიული,მომთმენი და მაქსიმალურად გაწონასწორებული ტრენერი, რისთვისაც მას ვუხდი ზალიან დიდ მადლობას.        



Sunday, March 1, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

    დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი.ჩვეულებისამებრ დღე დავიწყეთ  განვლილი მასალის გამეორებით, გადავხედეთ პროექტის გეგმას, შემდეგ ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე.
  გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე LINK LIST-ის მეშვეობით.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მე-7 დღე


     ინტელის პროექტის მე-7 დღე საინტერესო იყო.ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრის შესახებ.გავეცანით ჰოვარდ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის" ეტაპებს, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ისინი პროექტის მსვლელობისას. პროექტის დასაწყისში საჭიროა გამოირკვეს მოსწავლეთა სხვადასხვა დონე  და შესაძლებლობების უნარი, საგანგებო საჭიროების მოსწავლეთათვის თავიდანვე  უნდა განისაზღვროს შესაბამისი აქტივობები , აგრეთვე  გავეცანით ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ ბავშვთა ფსიქოტიპებს . პროექტის აქტივობებიც დავგეგმეთ ინტელექტის ამ სფეროთა მიხედვით. 

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მე-6 დღე

     დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. განვლილი მასალის გამეორების შემდეგ გადავედით მოსწავლის პრეზენტაციის განხილვაზე. გავეცანით მოსწავლის შეფასების რუბრიკებს და ვისწავლეთ გრუპირება,გზამკვლევიდან გადავხედეთ  გეგმის წერის სტილს.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

   ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ განვლილი მასალის  გამეორებით.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ საავტორო უფლებებისა და  გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებში ინფორმაციის შეტანა.  გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე.ვიმუშავეთ ბლოგში -გაჯეტებზე.  ვისწავლეთ სურათების , გამოკითხვის და HTML გაჯეტები. 

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

         ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნაზე..პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია გავაკეთეთ.ვიმუშავეთ ბლოგში  ბლოგების წაშლა-აღდგენაზე,  დიზაინის შეცვლაზე,  სურათის ჩასმაზე.
   ტრენინგის ბოლოს  რეფლექსიის ფაზაზე შევაჯამეთ განვლილი ტრენინგი.

Saturday, February 14, 2015

                                                  ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგი დავიწყეთ   წინა მასალის გამეორებით.
შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გეგმა შევადგინეთ სტანდარტზე დაყრდნობით გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, ბლუმის ტაქსონომიის ზმნები.. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი..ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
    განსაკუთრებით  მომეწონა   ბლუმის  ტაქსონომიის ზმნების გამოყენების წესი.ამას აქტიურად გამოვიყენებ პროექტების ჩატარებისას.